ხორბლის გვარში შემავალი 27 სახეობიდან, 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის 5 ენდემურია

კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV ათასწლეულით დათარიღებული დანახშირებული ხორბლის მარცვლები, რაც საქართველოს ხორბლის კულტურის უძველეს კერად აქცევს.

? 2019 წლის 25 მარტს ქართული ხორბლის კულტურას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

?ქართული ხორბლის კულტურას შესაძლოა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების სტატუსი მიენიჭოს.

? ენდემური ჯიშების დაცვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული ხორბლის მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის პროექტს და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

წყარო:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი