ENPARD-ის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეფასდა

► გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

► შეხვედრაზე ხატია წილოსანმა ყურადღება გაერთიანებული დოკუმენტის – „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია“ მნიშვნელობაზე გაამახვილა და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

► შეხვედრაზე საუბარი შეეხო ENPARD-ის II და III ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ჟორჟ დეუმ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და ENPARD-ის IV ფაზის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

► მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს „მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“, ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და აკვავულტურის შესახებ შემუშავებული კანონპროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

► შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ENPARD-ის კონსორციუმის წევრები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი