2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.

აღნიშნული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულია!

► ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია!

► ღვინის ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

🇲🇩 მოლდოვა +8738%

🇸🇪 შვედეთი + 636%

🇬🇧 დიდი ბრიტანეთი +60%

🇺🇸 აშშ + 48%

🇱🇹​ ლიეტუვა +45%

🇩🇪 გერმანია +40%

🇨🇿 ჩეხეთი + 34%

🇪🇪 ესტონეთი +20%

🇳🇱 ნიდერლანდები +17%

🇵🇱 პოლონეთი +17%

🇨🇳 ჩინეთი + 2%

► 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

► რეკორდულია ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტი – მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%).

► მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).

წყარო:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი