აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენა

სასტუმრო რედისონში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა, ასევე მიმოიხილა 2020 წლის პროგრამები. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში გაწეული საქმინობისთვის ფერმერები და აგრომეწარმეები.

სამინისტრომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 2019 წელს 12 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა. ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსზღვრული. მათ შორის 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

წყარო:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი