გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, არ დაწვან ნარჩენები რადგან ქმედებამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს (ნიადაგის დაზიანება და ტყის მასივების განადგურება)!

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლები, ბაღის/პარკის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.! სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ·

 ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.

ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. ·

ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. ·

ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე. თუ ზიანი შეადგენს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წყარო : https://www.facebook.com/pg/MEPAGeorgia/posts/?ref=page_internal

კომენტარები

კომენტარი