კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

– გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
– შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
– სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
 გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
– ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
– ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.

წყარო:https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/posts/?ref=page_internal

კომენტარები

კომენტარი