ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით მიზნით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევა

„აწარმოე საქართველოში“ წარმოების ლოკალიზაციის მიზნით გადაეწყობა, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ განაცხადა.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ უწყებებმა მიიღეს დავალება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ის მიმართულებები განავითარონ, რომელ პროდუქტებზეც დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
„გვაქვს მიღებული დავალება წარმოების მაქსიმალურად ლოკალიზაციის შესახებ და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით იმპორტის შემცველი წარმოება. აქცენტს გავაკეთებთ იმ დარგებზე და მათ განვითარებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნაა დღეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ამ დარგების და პროგრამების ჩამონათვალს ჩვენ უახლოეს დღეებში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს და საკოორდინაციო საბჭოს. მე და ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გადავაწყოთ იმდაგვარად, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი, იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

კომენტარები

კომენტარი