შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან.
ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე. აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები : პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით; გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა; სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა.

წყარო:https://www.facebook.com/pg/National.Food.Agency/posts/?ref=page_internal

კომენტარები

კომენტარი