ვეტერინარული ღონისძიებები გეგმის შესაბამისად გაგრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს შეუფერხებლად განაგრძობს.

“ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, სადიაგნოსტიკო კვლევებს და ინდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით ახორციელებს.”

 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სისხლის ნიმუშების კვლევა, დიაგნოსტიკა. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს გეგმის შესაბამისად გააგრძელებს.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე

კომენტარები

კომენტარი