ბზის მოჭრა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. რადგან კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

მისი მოპოვება შეგიძლიათ მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან .

ჯარიმის სანქციების ოდენობა არის 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

 ბზის შეძენა შესაძლებელია ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში.

„ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს“– აცხადებენ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

ავტორი: მარიამი ოქროცვარიძე

კომენტარები

კომენტარი