ქალაქ წნორში ონლაინ აგროსკოლაში სწავლას 30 ახალგაზრდა დაიწყებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ონლაინ აგროსკოლაში სწავლას 30 ახალგაზრდა დაიწყებს.

სკოლაში ახალგაზრდები ბიო პროდუქტის წარმოებას დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან.
,, აპლიკაცია 62-მა ბავშვმა შეავსო და აქედან შევარჩიეთ 30 მოსწავლე. ახალგაზრდები ონლაინ ისწავლიან 6 ბიო პროდუქტის – ბროკოლის, პამიდორის, კარტოფილის, კიტრის, ლობიოს და
სალათის ფურცელის მოყვანას. სწავლის ხანგრძლივობა იქნება 5 თვე”, – განუცხადა knews.ge-ს აგროსკოლის ჩამოყალიბების იდეის ავტორმა ნიკა ბაგალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი