ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების ახალი პროგრამა განხორციელდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სოფლის განვითარების ახალი პროგრამა კახეთის ორ სამიზნე მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში განხორციელდება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, სადაც სხვადსახვა უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან და სოფლის განვითარების მიმართულებით წინადადებებსა და პროექტებს განიხილავენ. გაეროს განვითარების პროგრამის გენერალური მენეჯერის, ნოდარ კრესელიძის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სოფელში ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობა და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.
“გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით იწყებს სოფლის განვითარების ახალ პროგრამას, რომელიც კახეთის რეგიონში მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს – ლაგოდეხს და დედოფლისწყაროს. აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა არასასოფლო -სამეურნეო მიმრათულებით, როგორიც არის აგრო ტურიზმი, ეკოტურიზმი გადამამუშავებელი მიმართულება, ასევე გარემოს დაცვის კომპონენტი და სოციალური ასპექტები. აღნიშნული პროგრამა განხორციელდება სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით”, – განაცხადა ნოდარ კრესელიძემ.

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი