ქართული წვენი „ალალი“ ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

ქართული წვენი „ალალი“ უკვე ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში იყიდება. როგორც პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ bm.ge-ისთან განაცხადა, პირველ ეტაპზე აშშ-ში ექსპორტზე, დაახლოებით, 12 000 ბოთლი „ალალი“ გავიდა.

მისივე თქმით, მალე უკვე მეორე საექსპორტო პარტიის, 16 000 ბოთლი წვენის გაგზავნას ლოს-ანჯელესში გეგმავენ.

გოჩა ღვენფაძე აღნიშნავს, რომ ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს საბერძნეთთან, ისრაელთან, ჩეხეთთან და ლიეტუვასთან.

„ალალის“ წვენები საქართველოში, სუპერმარკეტების თითქმის ყველა მსხვილ ქსელშია წარმოდგენილი. მათ შორის „გუდვილში“, „კარფურში“, „აგროჰაბში“, „ზღაპარსა“ და „ფრესკოში”.

კომენტარები

კომენტარი