ლევან მეხუზლა – სავარაუდოდ, საფერავზე არ იქნება საჭირო სუბსიდირება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, სავარაუდოდ წელს, საფერავზე სუბსიდირება საჭირო არ გახდება.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, სუბსიდირება საჭიროება იქნება რქაწითელზე.

„იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი არის და მისი ძირითადი მასა სწორედ წითელ ღვინოებზე მოდის, სავარაუდოდ, საფერავზე არ დაგვჭირდება ჩარევა, ამის დიდი იმედი გვაქვს. ვფიქრობთ, საფერავი ტრადიციულად თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება.

ასევე იშვიათი ჯიშები, რომელიც მეტი და მეტი პოპულარობით სარგებლობენ. არ დასუბსირდება ის ჯიშებიც, რომლებზეც გაზრდილია მოთხივნილება. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ რქაწითელის მიმართულებით სუბსიდია სამწუხაროდ აუცილებელი იქნება“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რაც შეეხება ფასებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ თავს იკავებს კონკრეტული ფასის დასახელებისგან.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20 000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას.

კომენტარები

კომენტარი