ფერმერებსა და მეწარმეების მხარდასაჭერად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერებსა და მეწარმეების მხარდასაჭერად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის.

პროექტს ემატება: ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტი, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტი, სპირტის წარმოების მიზნით ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტი და ასევე, შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტში – „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის და ლიზინგის ლიმიტი.

“აღნიშნული ქვეკომპონენტის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით, სესხის აღების შემთხვევაში გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შესაძლებელი ხდება თხილის პირველად წარმოებაზე გაცემული საბრუნავი საშუალებების სესხებზე მეორადი უზრუნველყოფა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. ”  ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მთავრობა

კომენტარები

კომენტარი