გიორგი ღვინიაშვილი– ფერმერები საწვავის ფასთან დაკავშირებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო -რეგიონების” თავჯდომარის გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, კახეთში მცხოვრები ფერმერები საწვავის ფასთან დაკავშირებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. მისი განცხადებით ხელისუფლებამ ისინი მოატყუა.

ღვინიაშვილი, თელავში, სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა და პრემიერ მინისტრს მოუწოდა საწვავის ფასთან დაკავშირებით ფერმერებისთვს მიცემული დაპირება შეასრულოს.

მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ერთი ლარით ნაკლებად უნდა გაყიდულიყო, თუმცა სწორედ ხვნა- თესვის პერიოდში უკვე გაძვირებულია. დიზელი 1.80 თეთრი ღირს, ფერმერი კი მასში 1.36 თეთრს იხდის.

,,მთავრობა დაპირდა ფერმერებს, რომ ისინი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 1 ლარით ნაკლებად შეიძენდნენ დიზელის საწვავს. ჯერ ერთი, რომ ფერმერებს ეს საწვავი მარტო სოკარის ქსელში შეუძლიათ იყიდონ და ესეც ხელისშემშლელი ფაქტორია, რადგან ზოგან სოკარის ბენზინგასამართი სადგური არ არის.

მეორე საკითხია დიზელის ღირებულება, რომელიც გაძვირებულია და ფერმერი მასში 1.30 თეთრზე მეტს იხდის. ამასთან ერთად, ბევრ მათგანს ვაუჩერების განაღდების პრობლემა აქვს და გამოდის, რომ მთავრობამ ისევ მოატყუა მოსახლეობა”, –განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი