სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათების მისაღებად საკმარისი იქნება ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ, სხვა თანამესაკუთრეებისგან მიღებული წერილობითი თანხმობის წარდგენა.

“აუცილებელია თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი.

ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადების შემთხვევებშიც.

აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა ბანკში მისვლამდე პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე უნდა გადაამოწმონ; ბანკში ვიზიტის დროს თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ”

ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს მთავრობა

კომენტარები

კომენტარი