ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობა მავნებელი მწერების საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა დახმარებას და მავნებელი მწერების საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს.

მათი ინფორმაციით, სოფლებში ხიზაში, გურგენიანსა და ნინიგორში საკარმოდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს მავნებელი მწერი, სავარაუდოდ ალურა შეესია, რომელმაც ერთწლიანი კულტურების ნაწილი უკვე გაანადგურა.

ადგილობრივების განცხადებით, მავნებელი მწერი საღამოს საათებში საცხოვრებელ სახლებშიც შედის.

,,ვთხოვთ ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა მოხდეს ტერიტორიების ქიმიური პრეპარატებით დამუშავება”,– აცხადებენ ადგილობრივები.

ნინიგორის თემში მერის წარმომადგენელი თორნიკე ციცვიძე, ამბობს რომ პრობლემა მასშტაბურია. საქმის კურსშია სურსათის ეროვნული სააგენტო და იგეგმება სავარგულების შეწამლვა.

კომენტარები

კომენტარი