განხორციელდება ყურძნის გადასამუშავებელი საცავების კონტროლი

2020 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სამთავრობო განკარგულება გაიცა, რომელიც
ღვინის კომპანიებს, ყურძნის მიღება-ჩაბარების პუნქტის ვიდეოკონტროლის სისტემით აღჭურვას ავალდებულებს. აღნიშნული სიახლის მიზანი ზუსტი აღრიცხვიანობისა და ყურძნის ხარისხის მონიტორინგია. კომპანიამ უნდა დაამონტაჟოს არანაკლებ 3 ვიდეოკამერა, რომელთა საშუალებით სასწორზე მანქანის ძარის, სასწორის მაჩვენებლისა და ყურძნის გადასამუშავებელი საცავის კონტროლი განხორციელდება.
ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი, ონლაინ-რეჟიმში თელავში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბიდან მიმდინარეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ
“აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მიკვლევადობისთვის, რაც თავის მხრივ, პროდუქციის ხარისხის კონტროლის აუცილებელი წინაპირობაა”

კომენტარები

კომენტარი