სად იყიდება ქართული თხილი ?

მიმდინარე წლის 10 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 2,648 ტონა თხილია ექსპორტირებული.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება:
გერმანიაში (789 ტონა), იტალიაში(511 ტონა), ჩეხეთში (198 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (88 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), საბერძნეთში (30 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).
ასევე ქართული თხილი გადის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა :
სომხეთი (202 ტონა), რუსეთი (109 ტონა), უკრაინა (61 ტონა), ბელარუსი (43 ტონა), ბრაზილია (38 ტონა), მექსიკა (25 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).
“30-ზე მეტი საწარმოა ჩართული წელს თხილის დაბინავების პროცესში.
2020 წლის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.” – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი