კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლას განცხადებით

“14 სექტემბრის მონაცემებით, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ”

რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ოპერატიულად არეგულირებენ ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადებს, რაც რთველის პიკური პერიოდისთვის დამახასიათებელია. ამ დროისთვის, სულ გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი.

კომენტარები

კომენტარი