ყველაზე მეტი ქართული ატამი და ვაშლატამა ყაზახეთში გაიყიდა

საქართველოდან 17 სექტემბრის მდგომარეობით 25,070 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 88% -ით აღემატება.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 69%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

“ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (16,527 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,492 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა), ყაზახეთი (112,9 ტონა), უკრაინა (111,5 ტონა), პოლონეთი (111,5 ტონა), მოლდოვა (89,6 ტონა), სლოვენია (57,3 ტონა), სინგაპური (0,24 ტონა), ყატარი (0.01 ტონა), სიანგანი (ჰონკონგი) (0.06 ტონა).

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. ”

 

კომენტარები

კომენტარი