დღეს ხილის მწარმოებელთა ასოციაციამ პროექტის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ
პროექტის პრეზენტაცია გამართა კახეთის რეგიონში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბენო გეგეჭკორი და თვითმმართველობების წარმომადგენლები დასწრნენ.
მიმდინარე სეზონიდან საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO (The Food and Agriculture Organization of the United Nations ) და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იწყებს ასოციაციის სერვისების მიწოდებას კახეთის რეგიონში მცხოვრები თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის.
“დასახული მიზნების მისაღწევად გადამზადდა აგრო კონსულტანტთა ჯგუფი, რომელთაგან თითოეული მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 250 ჰექტარ თხილის ფართობს. ძირითადი საკითხები იქნება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, გასხვლა-ფორმირება, ირიგაცია, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა, მოსავლის აგრო ვადებში აღება, შრობა და დასაწყობება. ” აცხადებენ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში

კომენტარები

კომენტარი