პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ბიზნესიდეების მიღება დაიწყო

პროექტის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის ბიზნესიდეების მიღება დაიწყო.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე – მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია შეავსოს ონლაინ აპლიკაცია:https://grantsenterprise.ge/extranet/start.php

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე, არ არის საჯარო მოხელე, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე და კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%, არსებული ბენეფიციარი/მოსარგებლე მინიმუმ 50% თანხობრივ თანამონაწილეობას და სხვა.

პროექტის ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ყველა ბიზნეს მიმართულება გარდა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა და პირველადი წარმოებისთვის  განკუთვნილი მომსახურებებისა როგორიცაა – ბოსტნეული; ხილი; მწვანილი; ბაღჩეული კულტურების მოყვანა; მრავალწლიანი კულტურები, სანერგე მეურნეობები, მარცვლოვანი კულტურა, ვაზი, ბაღის გაშენება , შინაური ცხოველები და ფრინველების მოშენება – რძის , თაფლის , კვერცხის წარმოება გარდა იმ შემთხვევებისა როცა იგეგმება უკვე არსებული პროდუქტის შეფუთვა/დაბრენდვა).

გამონაკლისს წარმოადგენენ მომსახურების სფეროსთვის გათვალისწინებული ბიზნესები: სათბური, ინკუბატორი; სამაცივრე-სასაწყობე და მექანიზაცია – ძირითადი ბიზნესის მიმართულებები რომელიც ხშირად, შესაძლებელია განკუთვნილი იყოს მმხოლოდ ომსახურების სფეროსთვის.

სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში” მთავარი ამოცანაა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი