„ქართული ჩაის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა

მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა.
პროგრამის ბენეფიციარს დაუფინანსდება ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს – ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო “სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით.
 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო – განხორციელდა 1 192 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია.” აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

კომენტარები

კომენტარი