2020 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 8.6%-ით გაიზარდა

სექტემბერში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა.
2020 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 8.6%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
“2020 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
 აღსანიშნავია, რომ 11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +63%), ექსპორტის მოცულობა 2 195 ტონით (54%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემს.
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
 შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3,798.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.  ” აცხადებენ საქართველოს მთავრობაში

კომენტარები

კომენტარი