1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით (50%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.

“2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში .

კომენტარები

კომენტარი