2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

კორონავირუსის პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება წარმატებულად მიმდინარეობს – დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ამასთან 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა. მზარდია ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში და 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით72.1 %-ს შეადგენს.

“2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი 21.2%-ით გაიზარდა. იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი) 1 956.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (რაც ისტორიული მაქსიმუმია).” აცხადებენ საქართველოს მთავრობაში

კომენტარები

კომენტარი