ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ჩვენი ქვეყანა დაამატა იმ ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია.
“აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, საქართველოში ვიზიტისას დადებითად შეაფასა. კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, იმის შესახებ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის, შავი ზღვის ქაფშიის და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი.

კომენტარები

კომენტარი