რისი დათესვა შეგვიძლია ნოემბერში

10 მცენარე, რომლის დათესვაც შეგიძლიათ შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში.

გვიან შემოდგომაზე დათესილი მცენარეები უფრო ამტანი და მედეგია დაავადებებისადმი.

ამ საქმეში მთავარი სწორი თესლის შერჩევაა. სახეობები უნდა იყოს ყინვაგამძლე, გაზაფხულამდე რომ მიაღწიოს.

ესენია : სტაფილო , ჭარხალი ,ბოლოკი , სიმინდი , ნიორი, სალბი , ოხრახუში , კამა , ძირთეთრა, ინდური კვლიავი . 

აუცილებელია, თესლის შეძენისას მიუთითოთ, რომ გსურთ ყინვაგამძლე თესლი. 

ჩამოთვლილი მცენარეები შესანიშნავად იტანენ ზამთრის ყინვებს. მთავარია, ისინი შესაფერის დროს დათესოთ. მყისიერმა დათბობამ შეიძლება მათი არასასურველი ზრდა გამოიწვიოს, ახალი ყინვა კი მორჩებს დაღუპავს.  აღსანიშნავია, რომ ზამთრის პირას დათესილი მცენარეები შესანიშნავ ადრეულ მოსავალს მოგცემთ.

 

 

კომენტარები

კომენტარი