ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, „ტყის აღდგენისა და დაცვის“ სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე, საქართველოს ტყეებში კოლხური ბზის, ნაძვის, ფიჭვის, წაბლის ხე-მცენარეების სანიტარიული მდგომარეობა, ასევე, მავნებლების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგები და დაგეგმილი კვლევები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა, ტყის აღდგენისა და დაცვის მიზნით, 2021 წლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშავეს.

“მნიშვნელოვანია, რომ NFP-ის სამუშაო ჯგუფის მიზანი ტყის აღდგენის, გაშენებისა და მოვლის მხარდაჭერა, აგრეთვე, ტყეების მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის მეთოდების შემუშავებაა.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

კომენტარები

კომენტარი