საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა

საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება.
“2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 4%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი