29 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11 311 ტონა თხილის ექსპორტი

2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11 311 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3 060 ტონით (37%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.7 მლნ აშშ დოლარით (46%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება

“აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი