ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13-ჯერ გაიზარდა

2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა.

“აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

კომენტარები

კომენტარი