ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

ტყის ეროვნული აღრიცხვის 2020 წლის შემაჯამებელი საჯარო ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 2019-2020 წლებში განხორციელებული საველე სამუშაოების, მისი ანალიზის, შედეგებისა და 2021 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვის განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.
როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, სამინისტრომ შეძლო და საქართველოს 6 რეგიონში სრულად და კახეთში ნაწილობრივ დაასრულა ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის სამუშაოები.
,,2021 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები დასრულდება და განხორციელდება მიღებული მონაცემების დამუშავება. ტყის ეროვნული აღრიცხვიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი. მიღებული მონაცემების ანალიზი საშუალებას მოგვცემს, შევიმუშაოთ სატყეო სექტორის განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიები და ვაწარმოოთ გამართული და მოქნილი საერთაშორისო ანგარიშგება”, – განაცხადა იური ნოზაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი