10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა

ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა.

სწორედ ამის შედეგად ექსპორტზე 10 ტონა თაფლი გავიდა საქართველოდან.

“მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს 100 ნიმუშს და იკვლევს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კონტროლის სისტემის პარალელურად, ქვეყანაში გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო აქტივობები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევების რაოდენობა.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი