ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოვლინდა
2020 წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 132 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 16 600 მ3-მდე ხე-ტყე.
“ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და ამოღებულია 84 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.