კვრინჩხის იგივე ღოღნაშოს სამკურნალო თვისებები

აღსანიშნვია, რომ მისი სახელი საქართველოს სხვადასხვა კუთხესი სხვადასხვანაირია.  ჟღმარტლი, კვინჩხი, მურაკი, ღორტყემალა, ღოღნაშო, ზაღლი ტყიმალ.  

კვრინჩხი გამოიყენება საკვებად – ცოცხლად, კომპოტის, მურაბის, ნაყენის და სხვა სახით, ნაყოფისგან ამზადებენ ძმარს, ხდიან არაყს.

თუმცა იგი სამკურნალო თვისებებით, რომ არის გაჯერებული ნაკლებადაა ცნობილი.

კვრინჩხის ყვავილებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც შარდმდენ, კუჭში გამხსნელ, ოფლმდენ საშუალებას. მას შეუძლია პირღებინების შეწყვეტა, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი. ნორჩ ფოთლებს ჩაის სახით აყენებენ.

კვრინჩხის ფოთლების ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს ანთებისას, კანის დაავადებების, ნეფრიტების, ცისტიტის დროს. ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებისას, ასევე დერმატოზების დროს საუკეთესო საშუალებაა. კვრინჩხის ქერქსა და ფესვებს ოფლმდენი და სიცხის დამწევი თვისებები გააჩნია.

მის ნაყოფს კი შემკვრელი მოქმედება ახასიათებს და, ზოგადად, კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს არის რეკომენდებული (წყლულოვანი კოლიტი, დიზენტერია, საკვებით მოწამვლა), ნაწლავების ინფექციური დაავადების დროს სამკურნალო თვისებები გააჩნია კვრინჩხის ღვინოსაც. ეფექტური საშუალებაა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. მისი ახალგამოწურული წვენი კარგია სიყვითლის (ბოტკინის) დროს.

მისი სამკურნალო თვისებები ბევრად ეფექტური და სასარგებლოა ვიდრე მედიკამენტური მკურნალობა, აღნიშნავენ ხალხურ მედიცინაში.

კომენტარები

კომენტარი