ექსპორტირებულია 35 ათას ტონაზე მეტი მანდარინი

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, სომხეთსა  და უკრაინაში.

“აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

კომენტარები

კომენტარი