“ცივის ყველი” აშშ-ს სხვა ქალაქებშიც გაიყიდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წარმოებული ყველი, ჩიკაგოს გარდა აშშ-ს სხვა ქალაქებშიც გაიყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი აცხადებს, რომ “ცივის ყველი” მალე ნიუ-იორკშიც იქნება ხელმისაწვდომი, სადაც კომპანიამ საცდელი ნიმუშები უკვე გააგზავნა.

“თავდაპირველად პროდუქციას 3 თვეში ერთხელ ვაგზავნიდით, ახლა უკვე მოთხოვნა ისეა გაზრდილი ამერიკაში თვეში საშუალოდ 300-400 კილოგრამ ყველს ვგზავნით” – აცხადებს გოჩა ღაღაშვილი.

ამ ეტაპზე, “ცივის ყველის” ქარხანაში დღეში 2-3 ათასი ლიტრი რძე გადამუშვდება. “ცივის ყველი” უკვე 12 წელია ბაზარზეა. საწარმო თელავში მდებარებს და 200-მდე სახეობის ყველს აწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე ამერიკასა და ჩინეთში გადის.

კომენტარები

კომენტარი