ოკრა, პეპინო, კივანო, ფიზალისი და შავი სიმინდი – ლაგოდეხში წარმოებულ ეგზოტიკურ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეგზოტიკურ ხილს ოკრას, პეპინოს, კივანოს, ფიზალისს და შავ სიმინდს აწარმოებენ.
“ლოლაძეების ფერმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე, რომელიც პირველად 6 წლის წინ მოიყვანეს, მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ წარმოება, კივანოს იმპორტი სრულად შეწყდა. მიზეზი კი ის არის, რომ შემოტანილი პროდუქცია აღარ იყიდებოდა. ბუნებრივია, მათ შემთხვევაში საკმაოდ დიდი იყო ტრანსპორტირების ხარჯი.
შესაბამისად, ფასში კონკურენცია ვერ გაგვიწიეს. ფიზალისისის შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება მინიმალურია. ამიტომ გაგრძელდა იმპორტი კოლუმბიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. მოყვანილი პროდუქცია “აგროჰაბსა“ და “გუდვილში“ იყიდება. აღნიშნული პროდუქტები ბევრ ვიტამინს შეიცავს”,- განაცხადა ლაშა ლოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი