რძის წარმოება 2020 წელს 1.17%-ით გაიზარდა

საქართველოში რძის წარმოება  2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 1.17%-ით გაიზარდა რაც ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით 10 მილიონი ლიტრით მეტია . 
2020 წელს ქვეყანაში სულ 572.5 მილიონი ლიტრი რძის წარმოება მოხდა. 

რძის წარმოების მოცულობის ზრდის მიუხედავად, უცვლელი დარჩა წარმოებული ხორცის მოცულობა, რაც 69.5 ათას ტონას შეადგენდა. შემცირდა კვერცხის წარმოება, რამაც 2020 წელს 645 მილიონი ერთეული შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით 2.4%-ით, ანუ 16 მილიონი კვერცხით ნაკლები იყო.

საქსტატის თანახმად ეს მონაცემები წინასწარია, რომელიც შესაძლოა მომავალში დაზუსტდეს.

კომენტარები

კომენტარი