საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

საქართველოდან ცხვრის ექპორტი 2019 წელთან შედარებით 26%–ით მეტია. საქასტატის მონაცემების თანახმად 2020 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 194 ათასი ერთეული ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა.

ანგარიშის თანახმად, ერთი ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასი $105.9 დოლარი, ანუ 348 ლარია.  რაც ნიშნავს იმას, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველომ ცოცხალი ცხვრის ექსპორტიდან $20.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით $6.8 მილიონით მეტია.

კომენტარები

კომენტარი