ევროკავშირი და FAO საქართველოს მთავრობას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულების გაძლიერებაში ეხმარებიან

ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ENPARD–ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რეგულარულ ონლაინ სესიებს მართავს  საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ.

“ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მთავრობისთვის გასცეს რეკომენდაციები გარემოს დამზოგავი მეთოდების საველე სამუშაოებში ინტეგრირებისა და სოფლის მეურნეობით გამოწვეული სასათბურე გაზების შემცირების შესახებ.”აცხადებენ Fao-ს ორგანიზაციაში 

სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და პერიოდულად მოიწვევს არასამთავრობო სექტორისა  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი