კახეთში წარმოებული სატაცური სპარსეთის ყურის ქვეყნებში ექსპორტზე გავა

კომპანია ,,GeoFresh” 2021 წელს კახეთში წარმოებული სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.

,,GeoFresh” 2016 წელს ორმა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა. კომპანიას კახეთში სატაცური 13 ჰექტრამდე ტერიტორიაზე მოყავს. კომპანიის გენერალური დირექტორი სალომე ყველიაშვილი აცხადებს, რომ დღეს არსებულ სატაცურის პლანტაციაში დიდი შრომაა ჩადებული.

მისი თქმით, პირველი მოსავალი 2020 წელს მიიღეს და ის 8 ტონას შეადგენდა. 2021 წელს კი 20-25 ტონას ელოდებიან.

,,ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის, სატაცურის 60% ძირითადად რუსეთში იყიდება. ჩვენ ასევე ქართულ სავაჭრო ქსელებთანაც ვმუშაობთ. მთლიანობაში, პანდემიის მიუხედავად წელი წარმატებული იყო.

წელს კარგ მოსავალს ველოდებით და წინასწარი ინფორმაციით მოთხოვნა საქართველოშიც და უცხოეთში წინა წელთან შედარებით უფრო მაღალი იქნება. მოსავლის ზრდასთან ერთად ქართულ ბაზარზეც ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს და პარალელურად ახალ საექსპორტო ბაზრებს ვითვისებთ. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ასევე ისრაელის ბაზრის ათვისების იმედიც გვაქვს”,- განაცხადა სალომე ყველიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი