შვეიცარიის მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამა დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პატრიკ ფრანცენს შეხვდა.

პატრიკ ფრანცენმა შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც შვეიცარიის მთავრობის მიერ 2021 წლის ივლისში დამტკიცდება. პროგრამის განხორციელება 2022-2025 წლებშია დაგეგმილი და მისი წლიური ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“ახალი პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ფერმერებისთვის, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას, ბიოწარმოების განვითარებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ყურადღება გამახვილდება სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერაზე, ასევე თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილების კუთხით.” აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი