წნორში ბროწეულის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

სიღნაღის  მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება.

წინასწარი ინფორმაციით, წვენის მწარმოებელი ქარხნის მთავარი ნედლეული ბროწეული იქნება. საწარმოს მშენებლობას შპს „ხორნაბუჯი“ განახორციელებს.

შპს „ხორნაბუჯის“ დირექტორის ავთანდილ ჯიბლაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადამუშავებული წვენი პირველ ეტაპზე ქართულ ბაზარზე გაიყიდება, ხოლო სამომავლო გეგმებში საზღვარგარეთ გატანაც განიხილება. ქარხანას თვეში 500 ტონა ხილის გადამუშავება შეეძლება.

მისი თქმით, მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება და შემოდგომით, ბროწეულის სეზონის დადგომის პარალელურად დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი