ბაზარზე ლაგოდეხში წარმოებული მექსიკური ტორტილები გამოჩნდება

საქართველოს ბაზარზე მექსიკური ტორტილები გამოჩნდება. პროდუქტი ადგილობრივი შავი სიმინდით დამზადდება.

“ლოლაძეების ფერმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე აცხადებს, რომ ტორტილა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, ზაფხულიდან, ონლაინ გამოძახებით იქნება.
მისივე თქმით, „ლოლაძეების ფერმამ“ მექსიკური თეთრი და შავი სიმინდის წარმოება საცდელად გასულ წელს დაიწყო, საქართველოს პირობებში თეთრმა სიმინდმა არ გაამართლა. თუმცა, შავი სიმინდის გარკვეული მარაგი უკვე არის.

მისი განმარტებით, ამჟამად „ლოლაძეების ფერმა“ მოლაპარაკებებს ერთ-ერთ კომპანისთან აწარმოებს, რომელიც შავი სიმინდისგან მექსიკურ ტორტილებს დაამზადებს.

შედეგი უკვე გვაქვს და შავი სიმინდის გარკვეული რაოდენობაც მივიღეთ. თუმცა, მისი რეალიზაცია არ დაგვიწყია, რადგან გვინდა ტორტილისთვის გამოვიყენოთ. კერძოდ, ამ სიმინდისგან მზადდება მექსიკური ტორტილა, რაც იქაურ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც პროდუქტს დაამზადებს. ადგილობრივ ბაზარზე ტორტილები სავარაუდოდ, ზაფხულიდან გამოჩნდება და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც „გლოვოზე“, ისე სხვა გამოძახების საშუალებით“,- ამბობს ლაშა ლოლაძე.

შეგახსენებთ, რომ „ლოლაძეების ფერმა“ ლაგოდეხში მდებარეობს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ეგზოტიკურ პროდუქტებს, კერძოდ კი კივანოს, მინი კივს, პეპინოსა და ოკრას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი