ლაგოდეხში წარმოებულ ეგზოტიკურ პროდუქტზე პანდემიის დროს მოთხოვნა შემცირდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ეგზოტიკურ პროდუქტებზე მინი კივზე, პეპინოზე, კივანოსა და ოკრაზე პანდემიის პერიოდში მოთხოვნა შემცირდა.

პროდუქტებს „ლოლაძეების ფერმაში“  აწარმოებენ და ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. კომპანიის წარმომადგენელი,  ლაშა ლოლაძე აცხადებს, რომ  პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების მიზეზი პენდემიის შედეგად შეჩერებულ ტურიზმია.

„2020 წლის შემოდგომამდე ეგზოტიკური პროდუქტები იმაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ, ვიდრე 2019 წელს, თუმცა შემდგომ გაყიდვები გაჩერდა; მინი კივზე, პეპინოზე, კივანოსა და ოკრასაზე ძირითადი მოთხოვნა უცხოელი ვიზიტორებისგან მოდიოდა, პანდემიამ კი სრულიად შეგვაფერხა“ – აცხადებს ლაშა ლოლაძე.

მისი თქმით, პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების პარალელურად, დაინტერესება გაიზარდა მათ მრავალწლიან ნერგებზე, რომლებსაც „MYmarket.ge”-ზე ყიდიან და ფოსტის საშუალებით მომხმარებელს სახლში უგზავნიან.
„ლოლაძეების ფერმა“ სხვადასხვა მცენარის თესლისა თუ ნერგის გაყიდვების გაზრდას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი