კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 55 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 55 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 210 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

“ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 350 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი”,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი